www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმტანის დამხმარე
მომწოდებელი: რესტორანი ლოლიტა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 24 აგვისტო

"ლოლიტა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარეს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ეხმარება მიმტანს შეკვეთის დროულად მიღებაში და სტუმრების სათანადო მომსახურებაში;
** უზრუნველყოფს მზა შეკვეთის სამზარეულოდან მიმტანამდე მიწოდებას;
** რწმუნდება, რომ შეკვეთა მიწოდებულია სწორად, სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით;
** ასრულებს დასუფთავების პროცედურებს მოთხოვნისამებრ;
** იცნობს მენიუში არსებულ პროდუქტებს და მათ მომზადების წესებს;
** ასრულებს ყველა პროცედურას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
** ეხმარება კოლეგებს და საჭიროების შემთხვევაში ინაწილებს მათ პასუხისმგებლობებს;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ფიზიკური გამძლეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 24 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi@roomshotels.com და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |