www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წამყვანი Full Stack დეველოპერი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 180 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.

"სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" ეძებს სრულ სამუშაო გრაფიკში წამყვან Fullstack დეველოპერს, რომელიც იმუშავებს ახლად გაშვებული სუფთა სახლის ელექტრონული მაღაზიის გაუმჯებესებაზე, ახალი ფუნქციონალის დამატებაზე, maintenance-ზე. კანდიდატს უნდა შეეძლოს, როგორც კლიენტის, ასევე სერვერის მხარეზეც მუშაობა. საიტის ინტეგრირება სხვადასხვა გარე სერვისებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი Full-stack გამოცდილება;
** HTML/CSS/JS ძალიან კარგად ცოდნა და აქტუალური best-practice გამოცდილება;
** რესპონსიული ლაიაუთების შექმნის იმპლემენტაციის გამოცდილება დესკტოპ, აგრეთვე მობილური ვერსიის შექმნა;
** PHP-ზე წერის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MySQL ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
** 1C სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** GIT-თან მუშაობის გამოცდილება;
** რამდენიმე ბექენდ ფრეიმვოკრთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (React, Laravel, Vue);
** REST API-სთან მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** Devops გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** CS-Cart-ის პლათფორმასთან მუშაობის გამოცდილება;
** Development Environment-ის შექმნა.

დამატებით:

** სუფთა და გამართული კოდის წერა;
** რთულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** Agile პროდუქტის მართვის მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 3000 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV და პორტფოლიო (Online საიტების ლინკები) შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "დეველოპერი".

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სუფთა სახლი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |