www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის ასისტენტი
მომწოდებელი: WECF საქართველო
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

"ქალები საერთო მომავლისთვის" (WECF) საქართველოს ოფისი აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.

პროექტი "ქალების ძალა - ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში) და სამწლიანია. იგი მიზნად ისახავს 4 რეგიონში (რაჭა, კახეთი, გურია, იმერეთი) ქალთა, ახალგაზრდული და უმცირესობათა ჯგუფების გაძლიერებას, რათა აქტიურად მიიღონ მათ მონაწილეობა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში და უზრუნველყონ მათი უფლებების დაცვა. ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხების ადვოკატირებას მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზე. პროექტი განხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - ქალთა ფონდი საქართველოში, პანკისის უხუცეს ქალთა საბჭო, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, რაჭის სათემო ორგანიზაცია, ქალი და რეალობა.

WECF | საქართველო არის ქსელური საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი, რომელიც 150-ზე მეტ ქალთა, ჯანდაცვით და გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს 50 ქვეყანაში. WECF | საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მუშაობს და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს გენდერულ თანასწორობასთან, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს. ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ფოკუსი არის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა. ჩვენი პროექტების დახმარებით, ქალებსა და კაცებს საშუალება აქვთ დამოუკიდებლად შექმნან თავიანთი რეგიონების მომავალი, მდგრადი განვითარების გზით (ორგანიზაციის ვებგვერდები https://www.wecf.org | http://www.wecf.ge )

პროექტის ასისტენტის ძირითადი მოვალეობები:

** პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ორგანიზება და ლოგისტიკა;
** მუდმივი კომუნიკაცია პროექტის მონაწილეებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად;
** პროექტის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებზე დასწრება;
** გაწეული საქმიანობის შეფასება და ნარატიული ანგარიშების მომზადება;
** კოორდინატორისთვის განახლებული ინფორმაციის მუდმივი მიწოდება;
** ზოგჯერ პროექტთან დაკავშირებული ტექსტების თარგმნა რიგ შემთხვევებში (ინგლისურიდან ქართულად და პირიქით);
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები და კომპეტენცია;
** უმაღლესი განათლება (სასურველია გენდერის კვლევაში ან სოციალურ, პოლიტიკურ მეცნიერებებში);
** 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება არასამთავრობო სექტორში, საერთაშორისო პროექტებში, სასურველია ევროკავშირის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი;
** გენდერის საკითხების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
** პროაქტიულობა და შემოქმედებითობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი (ამჟამად სახლიდან).

განაკვეთი: 75%
ანაზღაურება: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში (გროსი).
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე (გთხოვთ, ორივე მისამართი მიუთითეთ): ana.muradashvili@wecf.org.

გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი, 2021 წელი
სამსახურის დაწყების თარიღი: 23 აგვისტო, 2021 წელი

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |