www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

"კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე როგორც ბრენდი, წარმოდგენილია აუთლეტ- ჰიპერმარკეტის სახით. კონტეინერი ორიენტირებულია სწრაფ განვითარებასა და სავაჭრო ნიშნის პოპულარიზაციაზე, რაც ძირითადად განპირობებულია სავაჭრო სივრცეში ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქციის წარმოდგენით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 600 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N36.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროს მართვა (გაყიდვებთან დაკავშირებული საქმის წარმოება);
** გაყიდული პროდუქტის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;

მოთხოვნები/უნარები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მოლარის პოზიციაზე;
** გამართული მეტყველების უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** დროის მენეჯმენტი;
** დაკვირვებულობა;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@doki.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის 2021 წლის 19 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |