www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front Office მენეჯერი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას Front Office მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი-დაბა ჩაქვი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს მენეჯერთან ერთად კოორდინირებულად უზრუნველყოს სასტუმროს მიღება განთავსების დეპარტამენტის წარმატებული საქმიანობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება სასტუმროს დადგენილ წესებსა და სტანდარტებთან.
** აკონტროლოს დადგენილის სტანდარტების შესაბამისად სტუმრების სათანადოდ მიღება-განთავსება და გაცილება.
** აკონტროლოს ოთახების სტატუსი და სათანადო მდგომარეობა.
** ზედამხედველობა გაუწიოს ფრონტ ოფისის გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს, გუნდურ მუშაობას და იზრუნოს სამუშაოს ეფექტურობის გაზრდაზე.
** დაგეგმოს განყოფილების თანამშრომელთა ტრენინგები და მონაწილეობა მიიღოს სწავლებაში მათი მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
** აკონტროლოს დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიური რეპორტი.
** აკონტროლოს კვების ბლოკის სუპერვაიზერის ყოველდღიური ინფორმირებულობა სავარაუდო სტუმრების რეპორტით.
** აკონტროლოს გადახდები და ინვოისები.
** აწარმოოს ყოველდღიური აუდიტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფრონტ ოფისში მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** სასტუმროს სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასტუმროს რომელიმე საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მართვის/ლიდერობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებული;
** სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული;

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Front Office-ის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |