www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს მიმღები/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ქართული სახლი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

სასტუმრო "ქართული სახლი" მდებარეობს თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, ვახტანგ VI-ის N38-ში. სასტუმროს გააჩნია 12 ნომერი.

ვაკანსია: სასტუმროს მიმღები/ადმინისტრატორი

ვაკანსიების რაოდენობა: 1 ვაკანსია
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი ცვლა (ყოველ მე-3 დღეს)
ანაზღაურება: 40 ლარი ხელზე თითო ცვლაზე იმოქმედებს ბონუსური სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა მომსახურების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელება დაკავშირებული სასტუმროს ნორმალურ ფუნქციონირებასთან (კომუნიკაციების კონტროლი, სტუმრის ბარგზე მიხმარება და ა.შ.)
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტურიზმის განხრით
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** კოვიდის ორი დოზით ვაქცინაცია ან ვაქცინაციისათვის მზადყოფნა
** სალარო აპარატისა და ტერმინალის მოხმარების ცოდნა
** Booking.com და სხვადასხვა ჯავშნის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** სქესი: მამრობითი;
** ასაკი: 20-დან 35 წლამდე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე, ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hotelgeorgianhouse@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |