www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო მონოგრაფი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

სასტუმრო "მონოგრაფის" ლაუნჯი და ტერასა აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, შრომისმოყვარე და მოტივირებულ ახალგაზრდებს.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა;
** ბრუნვის ანალიზის მიხედვით საჭირო პროდუქციის შეძენა მენეჯერთან შეთანხმებით;
** რესტორნისათვის დადგენილი პროცედურების შესრულება;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
** სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება;
** სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა;
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები: აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა;
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: vacancy@monographtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიცია წერილის სათაურში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |