www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" შვილობილი კომპანიისათვის შპს "კატევე დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
გრაფიკი - სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის დაცვის უზრუნველყოფა.
** პატრულირება დასაცავი ობიექტის მთელ პერიმეტრზე.
** ვიდე-სამეთვალყურეო კამერების საშუალებით დასაცავი ობიექტის კონტროლი.
** უსაფრთხოების სისტემების აღჭურვილობის გამართულობის სისტემური შემოწმება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** პუნქტუალობა, დისციპლინა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** თავაზიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 20 აგვისტო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დაცვის თანამშრომელი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |