www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: HSE Group
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

"ეიჩესი ჯგუფი"/"HSE Group" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"HSE Group" საქართველოს ბაზარზე კომპანიებს სთავაზობს შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით საკონსულტაციო და აუთსორს მომსახურებას. კომპანია თანამშრომლობს ცნობილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან: ავერსის კლინიკები, Wizz Air Georgia, City Mall, ინსტა, GD Alco, ფაბრიკა 1900, ფავორიტი, ხორცპროდუქტების კომპანია ვაკე და ა.შ. ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას და საინტერესო სამოტივაციო სისტემას.

მოვალეობები (დეტალურად):

** მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი სერვისის შეთავაზება;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია (შეხვედრები, პრეზენტაციები და ა.შ);
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება;
** სერვისების სწორად პოზიციონირება ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

მუშაობის გამოცდილება:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** ანალიზის და სწრაფი, ლოგიკურად აზროვნების უნარი;
** ეფექტური გაყიდვების პროცესის წარმოების და კონტროლის უნარი;
** სწორი, გამართული მეტყველების უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად & სწორად განაწილების უნარი.

დამატებითი მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული;
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** დაგეგმარება და სამოქმედო გეგმის მიხედვით დროის განაწილება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორაციული ნომერი და ულიმიტო სასაუბრო. აგვისტოში თვეში ერთ კვირიანი ანაზღაურებადი შვებულება.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@hsegroup.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |