www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბონუმი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

კომპანია "ბონუმი" აცხადებს შერჩევას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების გეგმის შესაბამისად კომპანიის წლიური ბიუჯეტის განსაზღვრა;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მოწოდების პირობების შეთანხმება და ფასების მონიტორინგი;
** შესყიდვების გეგმის შესაბამისად კომპანიის წლიური ბიუჯეტის განსაზღვრა;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** არსებული მარაგების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის ფორმირება;
** შესყიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების, საბუღალტრო და სამართლებრივი აქტების) წარმოება/ინსპექტირება;
** მომარაგების ტრანსპორტირების პროცესის ყოველდღიური კონტროლი და მონიტორინგი, შესაბამისი დელეგირება;

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენის C1/C2 დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი;
** გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ltd.bonum@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: ltd.bonum@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |