www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: Paybox
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

სს "ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საქართველო (ვეძებთ ტექნიკოსს საქართველოს ყველა რეგიონში).

პოზიციის მიზანი: რეგიონში არსებული ტერმინალების ტექნიკური მომსახურება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** ვინდოუსის კარგ დონეზე ცოდნა;
** ავტომობილის ფლობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური გამართულობა;
** ვინდოუსის გადაწერა
** მოწყობილობის დიაგნოსტიკა;
** საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობის გადაადგილება ან ამოცვლა.

უნარები:

** ოპერატიულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი არასრული, გამოძახებით
** ანაზღაურება: 30 ლარი თითო ლოკაცია + საწვავი
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ფეიბოქსმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |