www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიგ ჩოისი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

უსაფრთხოების სისტემების კომპანია "Big Choice" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** დამაჯერებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; ყოველი მეორე შაბათი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 600 ლარი + ბონუსები.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@bigchoice.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |