www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფილაქტიკის ტექნიკოსი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას პროფილაქტიკის ტექნიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები: კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების გაწმენდითი/პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება.

მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება ტექნიკურ დარგში;
** ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** 2 წლიანი გამოცდილება ელექტრო მოწყობილობებთან და მათ შეკეთებასთან დაკავშირებულ დარგში.
** აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია - მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (მექანიკური გადაცემათა კოლოფი)
** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელმაც იცის უცხო ენაც).

პიროვნული თვისებები:

** საკუთარი სამუშაო დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, მომთხოვნობა და პასუხისმგებლობა;
** პატიოსნება, მიუკერძოებლობა, დარწმუნებულობა და სიტუაციის სწორად შეფასების უნარი;
** დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომფორტულ, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: zviad.gvarliani@egt-bg.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |