www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: SQL დეველოპერი
მომწოდებელი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 17 სექტემბერი

სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავებისა და სტატისტიკის სამსახურის SQL დეველოპერი.

კონკურსის ტიპი: გამარტივებული კონკურსი

ორგანიზაციის შესახებ:

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს მიზანია შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარიდან 1800 ლარამდე (შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საჯარო რეესტრის პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნეს-პროცესების შესწავლა;
** მონაცემთა ბაზის არქიტექტურის შესწავლა;
** შემოსულ მოთხოვნებზე დამუშავებული მონაცემების/სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება/გაცემა;
** ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საინფორმაციო ტექნოლოგიების/ინფორმატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, კომპიუტერული ინჟინერიის ან მონათესავე სფეროს მიმართულებით);
** SQL-თან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.

კომპეტენციები და უნარები:

** პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი;
** სიახლე/ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** შედეგებზე ორიენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
** აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
** კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს;
** მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის;
** გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5);
** შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
** საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.napr.gov.ge.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კანდიდატთა მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში ქულათა სისტემით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ http://www.hr.gov.ge-ზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/67020?active=1



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |