www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მენეჯერი
მომწოდებელი: ბიდიო
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 19 სექტემბერი

კომპანია "BDO" აცხადებს ვაკანსიას კლიენტი კომპანიისთვის IT მენეჯერის პოზიციაზე

ფუნქცია/მოვალეობები:

** 1C Sale, 1C ACC, WMS და CRM პროგრამებთან დაკავშირებული აღჭურვილობების: პოკეტების (ჯიბის კომპ.), პლანშეტების, სკანერების, პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა, კონტროლი;
** კომპანიაში არსებული კომპიუტერების, ლეპტოპების, სერვერების და სხვა ყველა არსებული ინფ.ტექნოლოგიების (პერიფერიული მოწყობილობების) პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერა;
** სერვერების: 1C Sale, 1C ACC, WMS, Card Security, PBX (Cisco Phone ATC) - მხარდაჭერა;
** პროგრამული ბაზების ბექაფირება უსაფრთხოება: 1C Sale, 1C ACC, WMS, Card Security, PBX (Cisco Phone ATC) და CRM;
** ვირტუალური მანქანების (სერვერების) კონტროლი, მხარდაჭერა;
** შიდა ქსელის ადმინისტრირება და უსაფრთხოება (ტელეფონი, კომპ.ქსელი, ინტერნეტი, Wifi, Firewall) ;
** კორპორატიული დომენების, საიტების, ჰოსტინგების და მეილების ადმინისტრირება;
** სერვერების სრული ბექაფირება, მონიტორინგი და უსაფრთხოება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით 2 წლამდე მუშაობის გამოცდილება;
** სერვერებთან მუშაობის გამოცდილება ;
** სასურველია ქსელური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი.

გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "IT მენეჯერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19.09.2021

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ, განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც), თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობო დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპს და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |