www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: IBEX logistics
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

სატრანსპორტო კომპანია "Ibex logistics" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით / 10:0018:00 (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული (1000-დან 1500 ლარამდე) და ბონუსი.

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობით დაგეგმვა და შესრულება;
** კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება;
** კომპანიისა და მისი საქმიანობის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Outlook/E-mail);
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება ლოგისტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური განაწილება;
** სტრესულ სიტუაციებში მობილიზების უნარი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება;
** გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@i-bex.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |