www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო KMM
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

სასტუმრო "KMM" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტეხის I შესახვევი, მეფსალმუნე დავით მეფის ქ. 10
ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
** სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტულია)
** აუცილებელია ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს
** კვებით უზრუნველყოფას
** ანაზღაურება: 550 ლარი ფიქსირებული + საბონუსე დანამატი
** სამუშაო საათები: ყოველ მესამე დღეს 18:00 საათიდან 09:00 საათამდე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ჩვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@kmm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ღამის ცვლის ადმინისტრატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |