www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT უსაფრთხოების მხარდამჭერის თანამშრომელი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას IT უსაფრთხოების მხარდამჭერის თანამშრომელის პოზიციაზე.

ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი IT ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციაში ვეძებთ IT უსაფრთხოების მხარდამჭერის თანამშრომელს, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდს დაეხმარება სხვადასხვა მიმართულებებში.

ვეძებთ გამოცდილ IT მხარდამჭერის სპეციალისტებს, რომლებსაც აინტერესებთ უსაფრთხოების საკითხები და ჭირდებათ გარემო, სადაც შესაძლებლობა მიეცემათ შეისწავლონ ახალი სისტემები, ხელსაწყოები და მიდგომები, თუ როგორ ხდება დიდი enterprise IT ინფრასტრუქტურის დაცვა.

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელსაც გააჩნია ენთუზიაზმი საქმისადმი, აქვს კარგი troubleshooting უნარები და შეუძლია ინიციატივის გამოჩენა პრობლემის გადაწყვეტის დროს.

მთავარი ფუნქციები:

** კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირება
** ბანკის კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაში სისუსტეების ძებნა
** ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა კომპიუტერებზე
** პროგრამული უზრუნველყოფების ბანკის სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფების ტესტირება რათა შეესაბამებოდეს ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნებს და თავსებადი იყოს დაცვის სისტემებთან
** App white listing სისტემის მართვა
** AV-ს მართვა
** SCCM-ის ადმინისტრირება
** ოპერაციული სისტემების ჰარდენინგის შემუშავება და მართვა
** ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების მხარდაჭერა
** ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებში მონაწილეობა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა (CCNA დონე)
** ოპერაციული სისტემების, Linux, Windows, MACOS მუშაობის პრინციპების ცოდნა
** მობილური ტელეფონების ოპერაციული სისტემის ცოდნა
** Google საძიებო სისტემის გამოყენების ძალიან კარგად ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ენთუზიაზმი სამუშაოს მიმართ
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის ქონა

თუ დაინტერესდი, CV გამოგვიგზავნე ელ-ფოსტაზე: Techvacancy@Tbcbank.com.ge და შემოუერთდი ჩვენს გუნდს. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითო პოზიციის სახელწოდება

დედლაინი: 24 სექტემბერი

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ ცხელი ხაზზე: 032 2 27 27 27 *1998.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |