www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი დეველოპერი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
თანდართული ფაილი: 25139_ANKETA__6727639.zip
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში უფროსი დეველოპერის პოზიციაზე.

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

ჩვენ ვთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი ბანკის თანამშრომელი;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** ტრენინგებს, პროფესიული განვითარებისთვის;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული პროგრამული პროექტების გარჩევა, გაანალიზება და ცვლილებების განხორციელება;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულების და სისტემების შექმნა და დანერგვა;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრი ან მაგისტრი);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება;
** ვებსერვისებთან (SOAP, REST) მუშაობის მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება;
** Oracle - PL/SQL-ის ან MS SQL - T-SQL გამოყენების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Net (Core) პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ბანკში რეპორტინგის კუთხით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარ-ჩვევების ქონა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ან შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) და გამოგვიგზავნოთ თანდართული ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებისთვის გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უფროსი დეველოპერი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2021 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |