www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიდეომონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე. ხოლო 2021 წელს იხსნება რიგით მეორე ჰიპერმარკეტი "დომინო" დიღმის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტში ვიდეო მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე ისთ ფოინთის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული პროდუქციის ვიდეო მონიტორინგი ვიდეოკამერების საშუალებით;
** ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უსაფრთხოების სამსახურის უფროსისთვის ინფორმაციის მიწოდება

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დაკვირვების უნარი.

პირობები:

** გრაფიკი: 2 დღიანი სამუშაო სმენა (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება);
** ისთ ფოინთის ფილიალი: 09:00-22:00;
** ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი;
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ჰიპერმარკეტ "დომინოს" საინფორმაციოში არსებული განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |