www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პასტერიზაციის კვანძის ოპერატორი
მომწოდებელი: თბილისის რძის ქარხანა
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

შპს "თბილისის რძის ქარხანა" (რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის წარმოების პროცესის მართვა, რძის მიღებიდან საბოლოო პროდუქტის ჩამოსხმამდე.
** კრიტიკული საკონტროლო წერტილების წარმოების პროცესთან შესაბამისობის მონიტორინგი
** ტექნოლოგიური პარამეტრების მონიტორინგი;
** ტექნოლოგიების ჟურნალებში ჩანაწერების წარმოება
** სააპარატო საამქროს ტექნოლოგიური მოწყობილობების რეცხვა და მათი სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლება შესაბამისი პროფილით;
** რძის გადამამუშავებელი ტექნოლოგიის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** სურსათის წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი.

პირობები:

** ოფიციალური დასაქმება
** სოციალური პაკეტი.
** ანაზღაურება: 850 ლარიდან

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@tmf.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს " თბილისის რძის ქარხანა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |