www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯეუ გრუპი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

"ჯეუ გრუპი" - უმსხვილესი საგზაო-სამშენებლო კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან - აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის შესაბამისი ინფორმაციის (რეესტრების) მომზადება.
** საბანკო საგადასახადო დავალებების მომზადება და საბუღალტრო პროგრამაში შესაბამისი გატარებების ასახვა.
** მომწოდებლებთან და კლიენტებთან ბუღალტრული შედარებების წარმოება.
** სალარო ოპერაციების წარმოება, შემოსავლებისა და გასავლების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში (შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით).
** სასაქონლო ზედნადებების წარმოება.
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი (ჩამოწერა, სხვა წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯების კლასიფიკაცია).
** ფინანსური და ბუღალტრული დოკუმენტაციის აღრიცხვა და მათი წარმოება.
** სხვა ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება.
** მიღებული საბუღალტრო დოკუმენტაციის ორგანიზება და ფაილინგი.
** პროგრამული მონაცემების დამუშავება და ანალიზი.

მოთხოვნები:

** ACCA-ის მე-1 დონის სერტიფიკატის ფლობა
** სამუშაო გამოცდილება, სასურველია სამშენებლო და წარმოების სფეროში არანაკლებ 3 წელი;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** საბუღალტრო პროგრამა ინფო საწარმო-ში FMG - Soft მუშაობის გამოცდილება.
** RS.ge-ში მუშაობის გამოცდილება
** www.geostat.ge-ში მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტური მართვის უნარი.

კანდიდატი უნდა იყოს "covid-19"-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@jeugroup.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |