www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სახაზინო პროდუქტების სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას სახაზინო პროდუქტების სპეციალისტის პოზიციაზე არასაკრედიტო პროდუქტების მართვის დეპარტამენტში.

ვაკანსიის კოდი: VC6367
კატეგორია: ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

არასაკრედიტო პროდუქტების მართვის დეპარტამენტში ვეძებთ სახაზინო პროდუქტების სპეციალისტს.

სამუშაო პოზიციის ბიზნეს-ამოცანა:

** კორპორატიული კლიენტებისთვის სახაზინო და სავალუტო პროდუქტების შეთავაზება, მორგება, ცნობადობის გაზრდა;
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება, ბიზნესის სპეციფიკის გაცნობა, ლოიალურობის გაზრდა, არასაკრედიტო პროდუქტების მორგება;
** კორპორატიული პორტფელის და მომგებიანობის ზრდა არასაკრედიტო პროდუქტების ჭრილში, კონკრეტულად სავალუტო კონვერტაციების მიმართულებით;
** არასაკრედიტო პროდუქტების მიმართულების პროცედურებისა და პროცესების მონიტორინგი და აღნიშნული პროცესების კლიენტების საჭიროებაზე მორგება;
** არასაკრედიტო პროდუქტების შესახებ ექსპერტული ცოდნა კონკრეტულად სავალუტო ბაზრების შესახებ;
** სავალუტო და საბანკო ინდუსტრიების შესახებ ცოდნის გაღრმავება, გამჭვირვალედ ინფორმაციის გაზიარება.

მთავარი ფუნქციები:

** ინდივიდუალური ინდუსტრიებისა და ჯამურად კორპორატიული სეგმენტის გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა სახაზინო პროდუქტების მიმართულებით (სავალუტო კონვერტაციები, დერივატიული ოპერაციები ა.შ);
** კლიენტების მომგებიანობის და გარიგებების მოცულობების მუდმივი კონტროლი, გადახრების ანალიზი, ბაზრის დინამიკის ანალიზი, კლიენტის საჭიროების მონიტორინგი და კორპორატიულ ბანკირებთან ერთად გამოსწორების გზების დაგეგმვა;
** კლიენტების pipeline-ბის მუდმივი განახლება არასაკრედიტო პროდუქტების მიმართულებით, არსებულ კლიენტებზე სწორი მოლოდინების მართვის და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით;
** Account planning-ის და share of wallet- პროცესში სრული ჩართულობა - FX სტრატეგიის მომზადება კორპორატიული ბანკირების გუნდთან ერთად და შესრულება;
** შესაბამისი ბიზნეს დარგების მაქსიმალური პენეტრაცია, არსებული კლიენტების share of wallet-ის მაქსიმიზაციის და ახალ კლიენტებთან პროაქტიული თანამშრომლობის გზით კონკრეტულად არასაკრედიტო პროდუქტების მიმართულებით;
** შესაბამისი ინდუსტრიის/დარგის სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნა;
** კლიენტებთან თანამშრომლობის პროცესში სექტორსა და კორპორატიულ სეგმენტში გამოვლენილი ტენდენციების უფროსისთვის, კორპორატიული ბანკირებისთვის ან/და სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის დროული მიწოდება;
** კლიენტებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება, მათ შორის კომბინირებული ოფერების მომზადების გზით (დეპოზიტები, FX, ქეშ მენეჯმენტი და ქროს-სელის გაერთიანებით) და შეხვედრების წარმართვა არასაკრედიტო პროდუქტების მიმართულების უფროსთან და კორპორატიულ ბანკირებთან კოორდინაციით;
** FX და დეპოზიტის გარიგებების უზრუნველყოფა და დასრულების შემდეგ follow up (სწორად თუ აღრიცხა, თუ აიტვირთა, etc);
** კლიენტის journey-ს მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესებაზე წინადადებების მომზადება, როგორც პროცედურული თვალსაზრისით ასევე სამომავლო საჭიროების თვალსაზრისით;
** სახაზინო გარიგების ხელშეკრულებების გაფორმება/გააქტიურება, პროცესის ბოლომდე მართვა;
** ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ძლიერი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის, ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის ბრძანებების, განკარგულებებისა და დავალებების დროული და ადექვატური შესრულება;
** განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ პირდაპირი ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშგების წარდგენა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
** საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
** საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის სრულყოფილი ცოდნა;
** ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობის ცოდნა;
** ბანკში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი მოტივაცია;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/6367

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 24 სექტემბერი, 2021 წ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |