www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამაცივრე საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry" თბილისში, თემქის ფილიალში, აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თემქა, ზღვის უბანი, ისაკიანის #1 (ჯერარსის კლინიკის უკან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით
ანაზღაურება: 650 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამაცივრე კონტეინერსა და დარბაზში არსებულ მაცივრებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** პროდუქციის ვადების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის საწყობის მენეჯერისათვის;
** სამაცივრე პროდუქციის მიღების პროცესში მონაწილეობა: პროდუქციის მითვლა, ზედნადებისა და რეალური პროდუქციის შედარება, შეუსაბამობის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
** სავაჭრო დარბაზში არსებული მაცივრების დროული შევსება შესაბამისი პროდუქციით;
** სამაცივრე პროდუქციის შეკვეთის პროცესში მონაწილეობა;
** დადგენილი პერიოდულობით მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა. შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლებთან კომუნიკაცია ინვენტარიზაციის შედეგების გაანალიზებისათვის;
** დადგენილი პერიოდულობით სამაცივრე კონტეინერის სასაქონლო მარაგების კონტროლი, შესაბამისი პროცედურის მიხედვით სასაქონლო მარაგების აღწერის ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია სამაცივრე პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |