www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: კრიალა
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

საწარმო შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე თბილისში.

მოთხოვნები:

** შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლება;
** საწარმოში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
** ელექტრო სქემების-ნახაზების წაკითხვის უნარი;
** ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრო-უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** შესაბამისი პროგრამული ნაწილის ცოდნა (კომპიუტერული).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპლექსში განთავსებული ელექტრო დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, კონტროლი-ინსპექტირება;
** ელექტრო დანადგარების და ელექტრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
** მანქანა დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (შეკეთება, დარეგულირება, გადაწყობა, ზეთის შეცვლა და ა.შ.)
** გენერატორების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო პროცედურების ზუსტი დაცვა;
** ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ.

ანაზღაურება: 1500-3000 ლარი (გამოცდილებიდან გამომდინარე);
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. 50.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@kriala.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |