www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ნეოლეთი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

კომპანია "ნეოლეთი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ:

"ნეოლეთი" არის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ბაზარზე გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებით, მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებითა და ინოვაციური ბიზნეს პროცესებით.

კანდიდატის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მასიური მონაცემთა ბაზების დამუშავება, შედარება და ანალიზი;
** დამუშავებული მონაცემებისა და კომპანიის პრიორიტეტების მიხედვით დეშბორდებისა და სხვა რეპორტების შექმნა და პრეზენტაცია;
** შესაბამისი მონაცემების შეგროვება და, ამ მიზნით, კომპანიასთან დაკავშირებულ სუბიექტებთან (ბანკები, საგადახდო მომსახურების მიმღებები და ა.შ.) კომუნიკაცია;
** პერიოდული და სიტუაციური რეპორტების სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება;
** დასმული ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტის გზების შემუშავება;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, კომპიუტერული მეცნიერებების ან მათემატიკის განხრით;
** ფინანსური აღრიცხვის საწყისების ცოდნა;
** Microsoft Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: work@neollet.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |