www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ბედინერი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

სადღესასწაულო მაღაზია "Bedineri • ბედინერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

"ბედინერი" შეიქმნა 2020 წელს, და ამ დროისთვის უკვე 3 ფილიალს ითვლის. ჩვენი გუნდი ყოველ დღე ცდილობს შესთავაზოს მომხმარებელს ახალი, მრავალფეროვანი პროდუქცია და საინტერესო იდეები დაუვიწყარი დღესასწაულების შესაქმნელად.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი (ფასების შესაბამისობა, განლაგება, პროდუქციის შევსება და ა.შ.)
** პროდუქციის აწონა და ა.შ.
** სალარო აპარატთან მუშაობა.
** ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (გლოვო).

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** კომუნიკაციის გამორჩეული უნარი.

ანაზღაურება: 400 ლარი + ბონუსები
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში 10:00-15:00 (ან 15:00-21:00), დასვენება: ყოველ მეოთხე დღეს.
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ცინცაძის #12, აქსისის სავაჭრო ცენტრი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/bedineri

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: bedineri.info@gmail.com და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |