www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერების/შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"Award ჰოლდინგი" წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპანიები: შპს "AWARD", "ევორდ დრილინგი", "ევორდ ფექტორი", "ევორდ ტრანსპორტი" და სამშენებლო კომპანია "მამისონი".

შპს "Award" აცხადებს ვაკანსიას ტენდერების/შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

მოვალეობები:

** ქართულ და უცხოურ ბაზარზე გამოცხადებული ტენდერების მოძიება, ანალიზი, შეფასება და კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან განხილვა;
** სატენდერო წინადადებისა და დოკუმენტაციის მომზადების მიზნით (დოკუმენტების შეგროვება და წარდგენა, კონკურენტუნარიანი ფასის შეთავაზება, ვაჭრობა, დაზუსტება, გარანტიები, წერილები) კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან და მესამე პირებთან საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, აღნიშნულ პროცესში სათანადო პირების ჩართულობის უზრუნველყოფა, ხოლო შემდგომ ამ დოკუმენტაციის ხელმძღვანელობასთან წარდგენა და შეთანხმება;
** როგორც ქართული, ასევე უცხოური შესყიდვების ელექტრონულ პლატფორმებზე სატენდერო დოკუმენტაციის განთავსება, ვადების კონტროლი და ტენდერის დასრულებამდე სრული პროცესის მართვა. გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა და სათანადო სტრუქტურული ერთეულებისათვის შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება;

პროფესიული მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, სამშენებლო მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
** გუნდურად მუშობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge.

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 30/09/2021.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |