www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მანქანიანი კურიერი
მომწოდებელი: რან დელივერი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

შპს "რან დელივერი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე, საკუთარი მანქანით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსები, საწვავი კომპანიის ხარჯით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჩაიბაროს ამანათები სიის მიხედვით;
** ამანათის ადრესატთან მიტანამდე მოახდინოს კომუნიკაცია და შეათანხმოს ვიზიტი;
** უზრუნველყოს პროდუქციის დაზიანების გარეშე დროული ტრანსპორტირება ოფისიდან ადრესატამდე და პირიქით;
** უზრუნველყოს მიღება-ჩაბარებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის ჩაბარება;
** მოახდინოს ინფორმაციის სრულყოფილად გაცვლა კომპანიასა და მომხმარებლებს შორის;
** პასუხს აგებს კომპანიის ყველა მატერიალურ აქტივზე.

აუცილებელი მოთხოვნები/თვისებები:

** მსუბუქი გამართული ავტო-მანქანის ყოლა (მცირე წვის ძრავით)
** სმარტ ტელეფონის ქონა, რათა გამოიყენოს ნავიგაცია და რუკა;
** გამართული ტელეფონის ქონა, რათა მოახერხოს სამუშაო დღის დასრულება კომუნიკაციის წყვეტის გარეშე;
** ქალაქის უბნებისა და ქუჩების ცოდნა;
** პასუხისმგებლიანი, დაკვირვებული, პუნქტუალური.

პრიორიტეტად ჩაითვლება CV-სთან ერთად წერილობით დართული მცირე ზომის სამოტივაციო წერილი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: rundelivery1@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ასევე, აუცილებლად მიუთითეთ სასურველი ანაზღაურება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |