www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა 28
სამუშაო განაკვეთი: სრული,
ანაზღაურება: 800 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში, გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** დაგეგმვის უნარი;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ ატმოსფეროს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოთხოვნის შესაბამისად, პროდუქციის მოძიება (ავტოსათადარიგო ნაწილები) და საუკეთესო შეთავაზების შერჩევა;
** შესასყიდი პროდუქციის შესახებ ყველა დეტალის (ტექნიკური მახასიათებლის) ამომწურავად განხილვა მომხმარებელთან ერთად;
** შესასყიდი პროდუქციის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევა. მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** მომწოდებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების მომზადების პროცესში ჩართულობა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** კომუნიკაცია მომარაგების სამსახურთან და პროდუქციის დათქმულ ვადებში მოწოდების კონტროლი;
** მომწოდებელთან ბაზების წამოება/მუდმივი განახლება;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |