www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

ფუნქციები:

** კომპანიის ოფისში, მაღაზიებსა და საწყობში შიდა ქსელის გაყვანა და მონტაჟი;
** არსებული ქსელის ტესტირება, ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში ქსელის რეკონსტრუქცია;
** კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების (სასწორების, სალაროს ფისკალური აპარატების) მონტაჟი და პროგრამულად გამართვა;
** პერიფერიული ტექნიკის კონფიგურაცია და შესაბამის ქსელთან/სერვერთან დაკავშირება;
** საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტექნიკის გაძლიერება ან/და სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** სწრაფი გადახდის აპარატების ონლაინ რეჟიმში ყოველდღიური მონიტორინგი და ხარვეზების აღმოფხვრა;
** დაზიანებული აპარატების შეკეთება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** OS ოპერაციული სისტემების: Windows 7, Windows 8.1 Windows 10, Windows Server ცოდნა;
** IVMS4200, DNS, DHCP-ის ცოდნა;
** MIKROTIK Routers და WIFI მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** Command Prompt-ის ბრძანებების ცოდნა;
** ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოხერხებულობა და სისხარტე;
** გუნდურად მუშობის უნარი;
** ორიენტირებულობა ახალი ტენდენციების გაცნობისა და პროფესიულ განვითარებაზე.

სხვა მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** საკუთარი ავტომობილის ფლობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ოქტომბერი, 2021 წელი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |