www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეკრუტერი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"My.ge", რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: Myauto, Mymarket, Myhome, Myparts, Myshop, Myads, Myjobs, Mytravel, Swoop - HR-ის გუნდი გეძებს შენ, რეკრუტერს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო დღის დასაწყისი: 10:00-დან 19:00 საათამდე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი+1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 6 day off წელიწადში.

ფუნქცია - მოვალეობები:

** პოზიციიდან გამომდინარე, შესაბამის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, პოზიციის სამუშაო ანალიზსა და აღწერილობის განსაზღვრაში ჩართულობა;
** სამუშაო აღწერილობაზე დაყრდნობით, ვაკანსიის სხვადასხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება;
** შერჩევის ეტაპებისა და პროცესების განსაზღვრა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, საუკეთესო კანდიდატების მოსაზიდად;
** შერჩევის პროცესის შექმნა, ორგანიზება და მართვა; რეკრუტინგში მიმდინარე სიახლეების მონიტორინგი;
** პოზიციის სპეციფიკისა და კომპანიის სტრატეგიის გათვალისწინებით, სამიზნე კანდიდატების იდენტიფიცირება და მოზიდვა ონლაინ არხების (Linkdin, Facebook) გამოყენებით;
** კანდიდატებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა და მათთვის საინტერესო გამოცდილების შექმნა;
** ახალი ტალანტების მოსაზიდად ინოვაციური მიდგომების ფორმირება;
** ახალი თანამშრომლის ონბორდინგის პროცესსა და ადაპტაციაში ჩართვა;
** HR მეტრიკების მონიტორნიგი (time-to-fill, time-to-hire , source of hire...);
** გუნდის დახმარება სხვადასხვა აქტივობებსა და პროცესების წარმართვაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მომიჯნავე დისციპლინაში;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეკრუტინგის მიმართულებით;
** სასურველია ტექ მიმართულებით რეკრუტინგში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** უკუკავშირისადმი ღიაობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართული წერის, კვლევის, მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ცვლილებებისადმი ღიაობა.

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** დაგროვებითი პენსიის 4 % იფარება კომპანიის მხრიდან;
** ფიტნეს აბონემენტი.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@my.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა, განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |