www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - ადამიანური კაპიტალის მართვა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს "ადამიანური კაპიტალის მართვა".

მიზანი:

ტრენინგის მიზანია მსმენელები გაეცნონ ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებისა და განვითარების სტრატეგიის განსაზღვრის, რაციონალური დაგეგმვის და კონტროლის მოდელებსა და მექანიზმებს. პრაქტიკულად გაერკვნენ ადამიანური რესურსების მართვის ეტაპებსა და ტექნიკებში.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს "კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის" (CUTC) სერტიფიკატს.

ტრენინგის აღწერა:

ადამიანური რესურსების მართვის ტრენინგი კომპლექსურად განიხილავს იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ეფექტური მართვისათვის. თანამედროვე პრინციპებით ორგანიზაციული მართვა დაკავშირებულია რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან, გამართულ პროცესებსა და პროცედურებთან, ორგანიზაციაში არსებული ტალანტის მართვასთან.

ტრენინგის განმავლობაში მსმენელები პრაქტიკულად იმუშავებენ ადამიანური რესურსების მართვის დოკუმენტების, მოდელებისა და მექანიზმების შედგენაზე. გაეცნობიან თანამედროვე ტენდენციებსა და მიდგომებს.

ტრენინგის განმავლობაში განიხილება ყველა ის ძირითადი პროცესი და კომპონენტი რომლისგანაც თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის სისტემა შედგება.

თემატიკა:

** ადამიანური რესურსების მართვის მნიშვნელოვნება ორგანიზაციაში, როლები, ფუნქციონალი
** ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია
** ორგანიზაციული ანალიზი
** ორგანიზაციული სტრუქტურა, სამუშაოთა კლასიფიკაცია - მართვის დონეებისა და პასუხისმგებლობების მიხედვით, ორგანიზაციული სტრუქტურის ტიპები, სტრუქტურის შემუშავება (case or exercise)
** HR დოკუმენტების შედგენა: აუცილებელი და სასურველი დოკუმენტები (ფორმები)
** სამუშაოს ანალიზი და სამუშოს აღწერების შემუშავება (განყოფილების დებულებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შედგენა - დავალება ჯგუფებში)
** პერსონალის მოზიდვა და რეკრუტინგი, ვაკანსიაზე მუშაობა (case or exercise)
** პერსონალის შერჩევის ეტაპების განსაზღვრა და კომპანიისთვის ეფექტური მეთოდის შერჩევა
** გასაუბრება, ინტერვიუს ტიპები, სიმულაციური ინტერვიუ
** ადაპტაცია, ტრენინგი და განვითარება
** სწავლების ტიპები და მეთოდები ორგანიზაციაში
** კარიერული განვითარება, ტალანტების მართვა, ტალანტების მართვის მოდელი
** შესრულებული სამუშაოს მართვა და მონიტორინგი - შეფასების სხვადასხვა მოდელების ანალიზი, შეფასების მოდელები
** კომპეტენციების მოდელი, მოდელის შემუშავება (practical case)
** IQ vs EQ
** მოტივაციის მართვა (მოტივაციის ტიპები და წყაროები, ძირითადი თეორიები და მიდგომები)
** გრეიდების სისტემა
** არამატერიალური მოტივაცია
** კორპორატიული კულტურა და თანამშრომლის ლოიალურობაზე ზრუნვა
** HRM საერთაშორისო სტანდარტები, პრაქტიკის და მოდელების ანალიზი

ტრენერი: ლიკა ნოზაძე

დაწყების თარიღი: 22 სექტემბერი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 საათი (8 შეხვედრა)
ტრენინგების პერიოდულობა: ოთხშაბათი, პარასკევი
ჩატარების დრო: 19:00-22:00

საფასური და რეგისტრაცია:

** ტრენინგის ღირებულება 550 ლარი
** გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში მოქმედებს 10% ფასდაკლება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნანუკა სუჯაშვილი
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 599457447
ტელ.: 2377777 (433)
ელ-ფოსტა: nsujashvili@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |