www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მედია მენეჯერი
მომწოდებელი: მარტივი ნაბიჯები
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "მარტივი ნაბიჯები", რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი და წარმატებით ახორციელებს საქმიანობას პარტნიორებთან, აცხადებს ვაკანსიას ციფრული მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება ციფრული სივრცისთვის;
** კამპანიების დაგეგმვა და წარმოება Ads Manager-ისა და Google Ads-ის მეშვეობით;
** შინაარსობრივი და თემატური კამპანიების შედგენა;
** ვებგვერდის ადმინისტრირება;
** კომპანიის დიზაინერთან, კონტენტ მეიქერთან და ქოფირაითერთან კოორდინირებული მუშაობა;
** ყოველთვიური კონტენტ გეგმის შემუშავება გუნდთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის განხრით ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** როგორც გუნდთან ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პროექტების მართვის უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განრიგი: სრული 5 სამუშაო დღე: 10:00 სთ-18:000 საათამდე
** ანაზღაურება: 1000 ლარი. ანაზღაურების ზრდა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ახალგაზრდა გუნდში;
** წინსვლისა და დაწინაურების საშუალებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hrsimplesteps@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |