www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: კავკასიის გენეტიკა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 28 სექტემბერი

კომპანია "კავკასიის გენეტიკა" დაფუძნდა 2006 წელს და აერთიანებს მეცხოველეობისა და რძის სექტორის ექსპერტებს, სელექციონერებსა და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტებს. "კავკასიის გენეტიკა"-მ საქმიანობა დაიწყო პატარა კომპანიის სახით, რომელიც ემსახურებოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს, დღეს კი წარმოადგენს ქვეყნის უმთავრეს ტექნოლოგიებისა და სერვისის მიმწოდებელს მეცხოველეობის, რძის წარმოება-გადამუშავების, სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. კომპანიის სახელს უკავშირდება მეცხოველეობის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა ქვეყანაში და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

"კავკასიის გენეტიკა" აცხადებს ვაკანსიას სერვისის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
კოდი: CG-OPS-SDM-II
ვებგვერდი: https://caucasusgenetics.ge/ka


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. კომპანიის ბიზნეს გეგმისა და სტრატეგიის მხარდასაჭერად შესაბამისი საოპერაციო პროცედურებისა და პოლიტიკის შემუშავება, აღსრულება და მონიტორინგი.
** რესურსებისა და/ან შემოსავლების გენერირების შემუშავებული სტრატეგიის, იმპლემენტაციის მხარდაჭერა და შემდგომი მონიტორინგი;
** დადასტურებული ბიზნეს გეგმის შესრულების მხარდაჭერა;
** რელევანტურ თანამშრომლებთან ერთად კომპანიის საოპერაციო პროცედურების და პოლიტიკის შემუშავება, აღსრულება და შესაბამისობის მონიტორინგი;
** ახალი პროდუქტის და/ან სერვისის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
2. შეკვეთების დაგეგმვა, წარმოება და კონტროლი.
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობა და მომსახურება, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შეკვეთების მიღება/მართვა/კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის კონსულტაცია და მომსახურება ადგილზე;
** შეკვეთების სრული ჯაჭვის მართვაში მონაწილეობის მიღება;
** ტვირთების იმპორტ-ექსპორტის საკითხების მართვა: სატრანსპორტო კომპანიებთან, პარტნიორებთან და სხვა დაკავშირებულ ინსტიტუციებთან ურთიერთობა;
** პარტნიორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია და უწყვეტი საქმიანი ურთიერთობა პროდუქტზე, სერვისზე, სიახლესა და შეკვეთებზე, არსებულ და სამომავლო პროექტებზე და მიმდინარე სტატუსის(ების) თაობაზე კოლეგებთან და მენეჯმენტთან ინფორმაციის გაზიარება;
** ახალი მომწოდებლების/პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ თანამშრომლობაზე;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობა სიახლეების, ფასების, ტექნოლოგიების და პროდუქციის შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში, ტენდერის პროცესის ორგანიზება, სხვა რელევანტურ თანამშრომლებთან ერთად სატენდერო წინადადებების განხილვა;
3. წინასწარ დადგენილი პერიოდულობითა და ამოცანების/პროექტების მსვლელობისას მიმდინარე საკითხების შესახებ დამფუძნებლებისთვის ანგარიშების მომზადება;
4. კომპანიის სააღრიცხვო პროგრამაში (soft) პოზიციისთვის რელევანტური ინფორმაციის შეყვანა და განახლება საჭიროებისამებრ;
5. იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად სახელშეკრულებო საკითხების უზრუნველყოფა და მის კომპეტენციაში შემავალი დოკუმენტაციის დაარქივება;
6. ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა და მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესში;
7. კომპანიის საქმიანობის საჭიროებებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის თხოვნის საფუძველზე, სხვა დამატებითი ფუნქციები თანამშრომლის პოზიციისა და კვალიფიკაციის ფარგლებში.

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** 3+ წელი მენეჯერულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება, სასურველია სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების მართვის/კოორდინირების, წარმოებისა და გაყიდვების სფეროში;
** სასურველია სოფლის მეურნეობის სფეროში გამოკვეთილი ინტერესის ქონა;
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სავალდებულოა სფეროსთვის პოზიციისთვის რელევანტური საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** პროფესიული ანგარიშგების ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** ზეპირი და წერილობითი გამართული კომუნიკაცია;
** დროის ეფექტური მართვა;
** დავალებების სწორი და დროული დელეგირება და შემდგომ მონიტორინგი;
** პრობლემის დროული იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძებნა;
** დოკუმენტწარმოება;
** ჯანსაღი არგუმენტაცია და დაინტერესებული პირ(ებ)ის დარწმუნება;
** ორგანიზება, დაგეგმარება, დეტალებზე ორიენტაცია;
** გუნდური პრინციპით მუშაობა, დროული და ცხადი უკუკავშირის მიცემა;
** პრიორიტეტების განსაზღვრა, ეთიკის დაცვა;
** პროფესიონალური ქცევა სამუშაო ადგილზე;
** მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

თვისებები: პასუხისმგებლიანობა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება, აკურატულობა, მიზანსწრაფულობა, მოქნილობა, გაწონასწორებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე vacancy@caucasusgenetics.ge არაუგვიანეს 2021 წლის 28 სექტემბრისა.

გთხოვთ, ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |