www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება/მკვლევარი
მომწოდებელი: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

"საბჭოთა წარსულის მკვლევრების შესაძლებლობების გაძლიერება" ("CAPACITY BUILDING FOR RESEARCHERS ON SOVIET PAST") - პროექტის ფარგლებში შეირჩევა 14 ახალგაზრდა მკვლევარი. ისინი გაივლიან სტაჟირებას "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის - SOVLAB"-ის გამოცდილ გუნდთან. პროექტის დასასრულს მკვლევრებმა უნდა მოამზადონ კვლევითი ანგარიში საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ-პოლიტიკური ელიტების სტრუქტურის, თანამედროვე ქართულ სოციალურ სისტემებში მათი მონაწილეობისა და დემოკრატიულ პროცესებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მათი გავლენის შესახებ.

სტაჟირებისათვის შერჩეული ახალგაზრდა მკვლევრები გაივლიან მათთვის მორგებულ ტრენინგს/სწავლებას. ტრენინგებს ახალგაზრდა მკვლევრებს ჩაუტარებენ "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევრები, ისტორიკოსები.

იგეგმება ქართულ და ინგლისურ ენებზე მინიმუმ 2 საუკეთესო სტატიის გამოქვეყნება და 2 პოდკასტის მომზადება, ასევე ორი დისკუსიის ორგანიზება.

მოთხოვნები:

** აპლიკანტი უნდა იყოს საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, დოქტორანტი ან მკვლევარი.
** ასაკი: 19-დან 35 წლამდე

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა) 10 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: info.sovlab@gmail.com, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: სტაჟირება, მკვლევარი.

სამოტივაციო წერილში მკაფიოდ უნდა იყოს ახსნილი, რატომ გსურთ სტაჟირების გავლა "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში". მითითებული უნდა იყოს საბჭოთა ისტორიის რომელ საკითხზე (საკითხებზე) ისურვებდით მცირე კვლევის მომზადებას.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, სასურველია, ტრენინგების ჩატარების პერიოდში პროექტის მონაწილეები სრულად იყვნენ აცრილები.

სამუშაო განრიგი: ტრენინგებისა და სემინარების განრიგი და ზუსტი გრაფიკი შერჩევის ეტაპის გავლის შემდეგ გახდება ცნობილი (გათვალისწინებული იქნება თითოეული მკვლევრის ინდივიდუალური გრაფიკი და შერჩეული იქნება ოპტიმალური დრო)
ხანგრძლივობა: 12 თვე

სამუშაო ენა: ქართული (ძირითადი). სასურველია რუსული და ინგლისური ენების B2 დონეზე ცოდნა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |