www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხაჭაპურის მცხობელი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას ხაჭაპურის მცხობელის პოზიციაზე.

"ასორტი ვერე" წარმოადგენს საკუთარი წარმოების უმაღლესი ხარისხის უგემრიელესი მზა კერძების, ქართული და ევროპული საცხობისა და დახვეწილი საკონდიტრო ნაწარმის კაფეტერიათა ქსელს.
"ასორტი ვერე" გთავაზობთ მაღალ ანაზღაურებას, სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სტაბილურობას, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკის რაიონი.
სამუშაო განაკვეთი: 8 საათიანი, 5/2.
ანაზღაურება: 900-1000 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ხაჭაპურისა და ლობიანის დადგენილი რეცეპტებითა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საკონდიტრო სფეროში მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** ცხობის ტექნოლოგიის ცოდნა;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ "ხაჭაპურის მცხობელი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |