www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის ინჟინერი
მომწოდებელი: ავერსი ფარმა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შპს "ავერსი ფარმა" აცხადებს გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის მომსახურების ინჟინრის ვაკანსიას.

სამუშაო აღწერილობა:

** ვენტილაცია/გათბობა/კონდიცირების (HVAC) სისტემების სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კონტროლი და კვალიფიციური მომსახურება;
** მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით;
** გათბობის და ვენტილაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა; ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** ლოგიკური აზროვნება; პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე.

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 07.10.2021 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |