www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ტექნოკრედიტი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

"ტექნოკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (მცოცავი გრაფიკი)
ანაზღაურება: 600-700 ლარი ხელზე ასაღები
დამატებითი სარგებელი: სამედიცინო დაზღვევა, პროფესიული ტრენინგები
ვებ-გვერდი: https://technocredit.ge
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

კომპანია "ტექნოკრედიტი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია "ტექნოკრედიტი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და დადგენილი სტანდარტის მიხედვით მომსახურების გაწევა;
** მსესხებლების მხრიდან დაფიქსირებული უკმაყოფილებებისა და პრეტენზიების ჩანიშვნა;
** მომხმარებლის არასტანდარტული მოთხოვნის შემთხვევაში ზარის რელევანტურ პირთან გადამისამართება;
** საჭიროების შემთხვევაში, მსესხებლის ინფორმირების მიზნით გამავალი ზარების განხორციელება;
** შემახსენებელი SMS-ის დაგზავნა არსებულ მომხმარებლებთან;
** სხვა ფუნქციების შესრულება დაკისრებული ამოცანის გადასაჭრელად და თანამშრომლის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად.

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:

** აკადემიური განათლება
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, სასურველია რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** კანდიდატს უნდა შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სავალდებულოა ორგანიზებულობა, კეთილსინდისიერება, თავაზიანობა და აკურატულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2021 წლის 25 სექტემბრისა. გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |