www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მენეჯერი, მოლარე, კონსულტანტი
მომწოდებელი: ბელმარტი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

ბელარუსული მაღაზიათა ქსელი "ბელმარტი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის, მოლარის და კონსულტანტის პოზიციებზე.

კომპანია "ბელმარტი" ექსკლუზიურად ეწევა უმაღლესი ხარისხის სასურსათო პროდუქტების იმპორტს ბელარუსიდან. ქსელის მთავარი ღირებულებაა მაქსიმალურად იყოს მორგებული მომხმარებელზე - უზრუნველყოს პროდუქტების ფართო არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება, ამავდროულად, დასაქმებულებს, შეუქმნას კომფორტი და თბილი გარემო.

თუ თვლი, რომ მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის ან გსურს კარიერის დაწყება - შეგიძლია გახდე ჩვენი ოჯახის წევრი. საშუალება გექნება გამოავლინო თავი და განვითარდე.

ადგილმდებარეობები:

** ა. წერეთლის გამზირი
** ვ. დოლიძის ქუჩა
** ვაჟა-ფშაველას გამზირი.

კომპანიაში მოქმედებს საბონუსე სისტემა.

დასაქმების ტიპი კონსულტანტისთვის:

სამუშაო განაკვეთი: სრული (8 საათი კვირაში 6 დღე)
დასვენების დღე: ურთიერთშეთანხმებით.
ანაზღაურება: 450 ლარი (საპენსიო და საშემოსავლო გადასახადებს იხდის კომპანია)

ფუნქციები:

** მომხმარებლის მომსახურება
** პროდუქციის მიღება და დალაგება
** თაროების მოწესრიგება
** სისუფთავეზე ზრუნვა
** ვადების კონტროლი.

მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა.
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციის და თავაზიანი მომსახურების უნარი.
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშო გამოცდილება.

დასაქმების ტიპი მოლარისთვის:

სამუშაო განაკვეთი: 10:00 - 22:00 (დღე-გამოშვებით)
დასვენების დღე მეწყვილესთან შეთანხმებით .
ანაზღაურება: 450 ლარი (საპენსიო და საშემოსავლო გადასახადებს იხდის კომპანია)

ფუნქციები:

** სალარო ოპერაციების განხორციელება
** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსებაზე ზრუნვა
** სალაროსთან სისუფთავის დაცვა.

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა
** დაკვირვების უნარი
** სწრაფი აზროვნების უნარი
** პროგრამა "ფინა"-ს ცოდნა (არცოდნის შემთხვევაში შეგასწავლით)
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დასაქმების ტიპი მენეჯერისთვის:

სამუშაო განაკვეთი: 10:00 - 20:00 (8 საათი, კვირაში 6 დღე.) კვირა დასვენების დღე
ანაზღაურება: 800 ლარი (საპენსიო და საშემოსავლო გადასახადებს იხდის კომპანია)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფასმაჩვენებლების და ვადების კონტროლი
** დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების სისწორის კონტროლი
** პროდუქციის ინვენტარიზაცია
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი
** პროდუქციის მიღება
** შეკვეთის გაკეთება.

მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფი აზროვნება
** გამართული მეტყველების უნარი
** თავაზიანობა
** სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** პროგრამა "ფინას" ცოდნა (არცოდნის შემთხვევაში, შევასწავლით).

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ან პირადი მონაცემები ელ-მისამართზე: belarusianmart@gmail.com (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება), ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 858040.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |