www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"სს ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიებს ექთნის პოზიციაზე "ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში".

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

განყოფილება და სამუშაო გრაფიკი:

1. პალატის მედდა ნევროლოგიის, კარდიოლოგიის განყოფილებაში (24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს)
2. ანესთეზიის განყოფილება(8სთ სტანდარტული გრაფიკი)
3. რეანიმაციის განყოფილება(8საათიანი სტანდარტული გრაფიკი /16-24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს)
4. ქირურგიული განყოფილება

სამუშაოს ადგილმდებარეობა:თბილისი, ქინძმარაულის I შესახვევი, N1;

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;
** შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:

** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა III სემესტრიდან;
** პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი 3 წლიანი სტაჟის შემთხვევაში ექთნის პოზიციაზე, ან გადამზადების სერტიფიკატი.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება;

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/eqtani-da-eqtnis-damxmare--ibokerias-saxelobis-sauniversiteto-hospitalshi/604

მონაცემების მიღების ბოლო ვადაა: 14 ოქტომბერი, 2021

"სს ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |