www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ალაგი ლოგისტიკს
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "ალაგი ლოგისტიკს" აცხადებს ვაკანსიას რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების ლოგისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

1. სატრანსპორტო სისტემების შექმნა, როგორც სრული ასევე სანაკრებო დატვირთვებისთვის;
2. სატრანსპორტო პროცესების ერთობლივი დაგეგმვა და მართვა:

** ტვირთის ტრანსპორტირების ორგანიზება;
** სატრანსპორტო საშუალებების შერჩევა და მოძიება ტვირთის კატეგორიისა და მოცულობის მიხედვით,
** ტრანსპორტირების მეთოდის და ტიპის შერჩევა,
** რაციონალური მიწოდების მარშრუტების განსაზღვრა,
** ტრანსპორტირების ვადის განსაზღვრა,
** ტრანსპორტირების ღირებულების დადგენა;

3. კომპანიაში მოვალეობის განაწილება.

აუცილებელი უნარები:

** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და მათი აღსრულება;
** სტრესული სიტუაციების მართვა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** კონკურენტუნარიანობა;
** სწორი მეტყველება და დამაჯერებელი საუბარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება ლოგისტიკის სფეროში მოცემულ მიმართულებებზე (აუცილებელია!);
** რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, Outlook) ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო განრიგი: 10:00-18:00, ორშ-პარ
** მდებარეობა: თბილისი, ც, დადიანის 7
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები (კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr@alagi.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ: "ლოგისტი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |