www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რესტორანი-ბარი ბარმაგლოტი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"Parmagino Group" - ეს არის უმსხვილესი რესტორნების ჯგუფი ყაზახეთში, რომელიც ემსახურება ერთ საერთო მისიას: რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება გახადოს უფრო კომფორტული, მყუდრო და გემრიელი.

"Barmaglot Tbilisi" არის ჯგუფის პირველი რესტორანი საქართველოში რომელიც შეიცავს ორ კონცეფციას, სტეიკ ჰაუსს და ბარს რომელიც სთავაზობს სტუმრებს საავტორო კოქტეილების მრავალფეროვნებას.

შემოგვიერთი და გახდი "Parmagino Group"-ის დიდი ოჯახის წევრი.

რესტორანი "ბარმაგლოტი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ამზადებს ყველა შეკვეთას ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
** უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების დახარისხებასა და შენახვას (ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელ სტიკერებით);
** ამოწმებს თითოეული კერძის ხარისხს, პორციას, პრეზენტაბელურობას და ტემპერატურას სამზარეულოდან გატანამდე;
** წინასწარ იმარაგებს კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა პროდუქტს;
** იცავს სამზარეულოს ინვენტარის მოხმარების ინსტრუქციებს;
** ამოწმებს სამზარეულოს ინვენტარს და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, აწოდებს ინფორმაციას ტექნიკურ დეპარტამენტს;
** ზედმიწევნით იცავს კომპანიაში დაწესებულ შრომისა და ჰიგიენის სტანდარტებს.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ანაზღაურება: 1000-დან 1500 ლარამდე (დამოკიდებულია გამოცდილებისგან)
სამუშაო გრაფიკი: განიხილება გასაუბრებაზე
ლოკაცია: თბილისი, გალაქტიონ ტაბიძის 1

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: barmaglot.tbilisi@gmail.com და სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |