www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რადიოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: ბოხუას სახ. კარდიოვასკულარული ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 9:00-დან 17:00-მდე
ანაზღაურება: 500 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** რადიოლოგის დახმარება ადმინისტრაციულ საკითხებსა და პაციენტის მიღების პროცედურებში
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესების მიხედვით
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია სამედიცინო მიმართულებით
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა;
** გამართულად მეტყველების და საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ენები:

** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარები;
** ინგლისური- ბაზისური საკომუნიკაციო უნარები;
** რუსული - ბაზისური საკომუნიკაციო უნარები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge, რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რადიოლოგის ასისტენტი".

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |