www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0001194
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე
კატეგორია: ბუღალტერია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით 1 წელი
** განათლების ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, მათემატიკა, ფინანსები
** ენები: ქართული - კარგი, რუსული - საშუალო

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დროის მართვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება
** საგადასახადო-ანგარიშფაქტურების გამოწერა
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა
** სალაროს წიგნის წარმოება

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/1194

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი, 2021 წ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |