www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Digital Marketing House
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"Digital Marketing House" სხვადასხვა კომპანიებს უწევს ციფრულ-მარკეტინგულ მომსახურებას და ეხმარება განვითარებაში.

თუ ხარ ახალგაზრდა, ენერგიული, მოტივირებული ადამიანი და მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის, მაშინ ეს განცხადება შენთვისაა!

DMH აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** კომპანიების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
** თვის გეგმის შედგენა და შესრულება;
** პერსონალური და გუნდური გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** განათლება - საშუალო, უმაღლესი;
** ენები - ინგლისური, რუსული ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, ორგანიზების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სიახლეების ათვისების უნარი.

სამუშაო გრაფიკი(სრული განაკვეთი) - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
სამუშაო დრო - 10:30-18:00, შაბათს 10:30 სთ-დან 15:00 სთ-მდე

საშუალო ანაზღაურება 600-დან 1200 ლარამდე

დაინტერესების შემთხვევაში. გთხოვთ. გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. vacancy.dmh@gmail.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |