www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ახალციხეში.

ძირითადი მოვალეობები:

** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სააღრიცხვო პროგრამა 1C -ში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

პირობები:

** გრაფიკი: სრული;
** ანაზღაურება: 500 ლარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |