www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"ზღაპარი" კომპანიაა სადაც: გვესმის მომხმარებლების და ვცდილობთ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას; ვქმნით თბილ და მეგობრულ გარემოს; პატივს ვცემთ ერთმანეთს და გვაქვს სწავლის სურვილი; ვართ ენერგიულები, არ გვაშინებს კითხვების დასმა და რაც მთავარია გამოვხატავთ მადლიერებას ერთმანეთის მიმართ.

თუ თვლით, რომ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს და გაქვთ კომპეტენცია, წარმატებით გაართვათ თავი დაკისრებულ მოვალეობას, შემოგვიერთდით კონსულტანტის პოზიციაზე შემდეგ ფილიალებში:

** ჯიქია-მინდელის 12 და სანდრო ეულის 5 (ყოფილი ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა)
** ნუცუბიძე- ნუცუბიძის ქუჩა 198
** ბურძგლას #65 (ინფექციურ საავადმყოფოსთან)
** ბაგები-წყნეთის გზატკეცილი 37.
** ვაჟა ფშაველას 46 (მეტრო დელისთან)

ერთად შევქმნათ თქვენი წარმატება ჩვენს გუნდში!

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესში.
** წონის პროდუქციის შევსებაზე ზრუნვა.
** პროდუქციის განსათავსებელ ადგილას(საკუთარ სექციაში) წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი-18 დან
** გამოცდილება-არ მოეთხოვება ჩვენ გასწავლით და სწავლის ეტაპსაც აგინაზღაურებთ.
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 08:00-15:30 და 15:30-23:00 (შესვენება 1 საათი)
** ანაზღაურება: 550 ლარი.
** დასვენების დღე: კვირაში 1

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია მითითებული ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ სივი/პირადი მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zgapari.ge.

გთხოვთ მიუთითოთ ჩამოთვლილი ფილიალებიდან თქვენთვის სასურველი ან დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე: (032)2-05-38-00 დეტალებზე სასაუბროდ.

სივის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 14 ოქტომბერი.

არ დაგავიწყდეთ! სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სამუშაო ადგილი.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |