www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრატორი/რეცეფციონისტი
მომწოდებელი: betlive.club
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"betlive.club" არის საქართველოში ყველაზე ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სათამაშო სივრცეების ქსელი, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ კონცეფციას, მომსახურებასა და მრავალფეროვან სათამაშო სივრცეებს.

პოზიციის დასახელება: რეგისტრატორი/რეცეფციონისტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სპეციფიკური სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლაში მუშაობას.

რეგისტრატორი არის სათამაშო აპარატების სალონის (სლოტ კლუბის) თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია კლიენტებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე. მას უნდა ჰქონდეს სტუმართმოყვარეობის სფეროსთვის დამახასიათებელი სამიზნე სეგმენტის და კლიენტების კარგად გაგების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების რეგისტრაცია;
** კლიენტის ელექტრონული პორტალის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** კლიენტების ინფორმირება არსებული პროდუქტების და აქციების შესახებ;
** კლიენტების შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება საჭიროების მიხედვით;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** პროფესიონულად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
** საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.

ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 600 ლარი და ბონუსი, რომელიც დამოკიდებულია მიღწეულ მიზნებზე.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@betlive.club და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |