www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბარისა და საკონფერენციოს კოორდინატორი
მომწოდებელი: Terminal
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.facebook.com/Terminaltbilisi

"ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ბარისა და საკონფერენციოს კოორდინატორის პოზიციაზე.

ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით მოემსახურონ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახეობის ყავის/ჩაის მომზადება და სტუმრების მომსახურება;
** ბარში არსებული ტექნიკის გამოყენების წესების დაცვა;
** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
** ბარის წესრიგსა და ორგანიზებაზე ზრუნვა;
** ღონისძიებების დროს საკონფერენციო ოთახების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** საკონფერენციო ავეჯისა და ინვენტარის შესაბამისი განლაგების უზრუნველყოფა;
** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

** მომხმარებლებზე ორიენტირებული;
** მეგობრული;
** საუბრობს ინგლისურად და ქართულად საკომუნიკაციო დონეზე;
** შეუძლია გუნდური მუშაობა.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: careers@tushiconcept.co სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ბარმენი/საკონფერენციოს კოორდინატორი) რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |